დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის N80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016637 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ოქტომბრის №80 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/10/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016627) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუშაობის 5 წლის გამოცდილება სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის, ფინანსების, სოციოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიცინის, ისტორიის ან ფილოლოგიის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელობის – 2 წელი.“. 2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:“. 3. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები