დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ განხილვის დროებითი პროცედურის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 14/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ განხილვის დროებითი პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და თავიანთ შენიშვნებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგენენ პარლამენტისათვის საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
2. პარლამენტის ბიურო „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პარლამენტისათვის წარდგენი-დან არა უგვიანეს 40 დღისა უზრუნველყოფს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში საკითხის განსახილველად შეტანას.
3. „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი.
4. „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე თანამომხსენებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოდის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.
5. „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლის მე-4 და მე-6–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. „საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“ პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 7 ივნისი.
№3190-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები