ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-49/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.016557
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-49/ნ
07/12/2018
ვებგვერდი, 10/12/2018
470060000.22.035.016557
ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/12/2018 - 13/03/2019)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-49/ნ

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის  30-ე მუხლის, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობა“ (დანართი №1), ,,ავტორიზებული აფთიაქის/ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებების, გარდა ნარკოტიკულისა) სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №2), ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №3) და ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №4).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №01-20/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო