,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016166
15
03/12/2018
ვებგვერდი, 05/12/2018
010250050.35.146.016166
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, 010250050.35.146.016152) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8  მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით  მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები)“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8  მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დევნილობის მოწმობის ასლი“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს  მე-11¹ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11¹. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საახალწლოდ სასურსათო პაკეტით  დახმარება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 76 (სამოცდათექვსმეტი) ოჯახს გაეწიოს სასურსათო  პაკეტით ყველი (480გრ), შესქელებული რძე (370გრ და 400 გრ) 2 ცალი, დაკონსერვებული ზეთისხილი (425გრ), ძეხვი 2 ცალი (300გრ და 400გრ), გამხმარი ხილი/კერკი (150გრ), ხილის წვენები (1.93ლ), ბარდა (400გრ), ხორცის კონსერვი (525გრ)   დახმარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი