დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.114.016410 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. მოსაკრებლის ოდენობა 1. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, გარდა ბახმაროს საკურორტო სარეკრეაციო ტერიტორიისა მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 1 (ერთ) ლარს. 2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1 ლარს. 3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.“. |
| მუხლი 2 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ იმ განცხადებებზე, რომლებიც წარდგენილ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე და რომელზეც მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილია ამ განცხადების შეტანის დროისთვის, მოქმედებს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე არსებული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები