,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.136.016310
90
30/11/2018
ვებგვერდი, 05/12/2018
010250040.35.136.016310
,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №90

2018 წლის 30 ნოემბერი

დაბა ხულო

 

,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  საფუძველზე,  ხულოს   მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 21 ივლისის №5 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის  შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საკრებულოს აპარატში კონკურსის (ღია კონკურსი ან დახურული კონკურსი) ჩატარების უზრუნველსაყოფად ქმნის შესაბამის საკონკურსო კომისიას და, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნიშნავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს;

3. დადგენილების დანართის 47-ე  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს იწვევს  საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, თვეში ერთხელ მაინც.“.

4.დადგენილების დანართის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომის თავმჯდომარე სხდომას არ ხურავს დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხების ამოწურვამდე. თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ვერ მოესწრო საკრებულოს სხდომაზე, საკრებულო უფლებამოსილია გააგრძელოს სხდომა ან გამოაცხადოს შეწყვეტილად, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე აკეთებს განცხადებას სხდომის გაგრძელების თარიღისა და დროის შესახებ, საკრებულო აგრეთვე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.“

5. დადგენილების დანართის 48-ე მუხლი  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი ეხება კონკრეტული  ადმინისტრაციული ერთეულის ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს და ხელს უწყობს  მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“.

6. დადგენილების დანართის 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. საკრებულოს სხდომის განრიგი

1. საკრებულოს სხდომა იწყება საკრებულოს სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში მითითებულ დროსა და ადგილზე. საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, იწყება დღის 1200 საათზე. საკრებულოს სხდომა მთავრდება სხდომაზე განსახილველი საკითხების განხილვის ამოწურვისთანავე. საკრებულოს სხდომას ხსნის და დასრულებულად აცხადებს სხდომის თავმჯდომარე.

2. სხდომის მიმდინარეობის დროს შესვენებას აცხადებს სხდომის თავმჯდომარე, საკუთარი გადაწყვეტილებით ან/და სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

3. საკრებულოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომების დღეები განისაზღვრება მორიგი სხდომის განრიგით, რომელსაც მორიგი სხდომის  დღის  წესრიგთან  ერთად  განსაზღვრავს  საკრებულოს ბიურო და ამტკიცებს საკრებულო.

4. საჭიროების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის წინადადებით,  ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის გარეშე, თუ საკრებულოს არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს, ცვლილებები შეაქვს  მორიგი სხდომის განრიგში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე