„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017611
54/ნ
03/12/2018
ვებგვერდი, 04/12/2018
430210000.22.022.017611
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №54/ნ

2018 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov,ge, 110916018, 21.09.2011წ.,430210000.22.022.016191) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით ან/და მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეს წესი ადგენს სტუდენტისათვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის, დაწესებულებაში შიდა მობილობის, ასევე დაწესებულებებს შორის მობილობის საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა (გარდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გაცემული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა) და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანისა და სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში მასზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესსა და პირობებს.“;

) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში);

ვ) ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან პროგრამაზე სწავლა – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში).“;

) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს სტუდენტს, რომელმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მოიპოვოს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.“;

) მე-6 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოში მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი შეუძლია გადაიტანოს შესაბამისი სასწავლო წლის პირველი ნოემბრიდან/15 ნოემბრიდან ან პირველი აპრილიდან, ჩარიცხვის ბრძანების თარიღის შესაბამისად, ამ წესის მე-7 მუხლის გათვალისწინებით.“;

დ.ბ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ საქართველოში მობილობის/შიდა მობილობის განხორციელებისას, სტუდენტი სწავლას აგრძელებს თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამისგან განსხვავებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე,  მიმღები საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება თავდაპირველი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის დარჩენილი წლების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წლების განმავლობაში.“;

) მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მფლობელი სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სტუდენტი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს გამოიყენებს ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.

4. თუ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლას აგრძელებს იმავე ან სხვა დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი მის მიერ თავდაპირველად მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს გამოიყენებს ამ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამ შემთხვევაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.“;

) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგრანტო კონკურსის შედეგად გაზრდილი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში, სწავლის დარჩენილი დროის განმავლობაში.“;

) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება მოპოვებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში.

4. თუკი სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების/საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებულ ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს შეივსებს სოციალური პროგრამის ფარგლებში, ეს უკანასკნელი გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების/საგრანტო კონკურსის შედეგად მოპოვებული გრანტის ხანგრძლივობით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაფინანსდება მოპოვებიდან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წლების ფარგლებში.“;

) მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე16 პუნქტები:

„12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8913  მუხლის თანახმად, ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის შემთხვევაში,  ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით სტუდენტის სწავლა დაფინანსდება სტუდენტის მიერ თავდაპირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის მიღებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისა და დაფინანსებული წლების გამოკლებით დარჩენილი წლების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

13. იმ სტუდენტებზე, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რანჟირების დოკუმენტში მითითებულ დაწესებულებას ვერ მიმართეს, ვინაიდან დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია,  შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება და 2018-2019 სასწავლო წელს ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ 51 მუხლით გათვალისწინებული რიგგარეშე მობილობით, გამარტივებული წესით, არ გავრცელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.   

14. იმ დაწესებულების სტუდენტების გრანტები, რომლებმაც დაკარგეს ავტორიზაცია ან დაკარგეს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების გამო და 2018 წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობით ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების გრანტები დაანგარიშებულ იქნეს  ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით.

15. იმ პირების გრანტები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წელს მოიპოვეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების გამო და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაანგარიშებულ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით.

16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული სტუდენტების/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების გრანტების გაანგარიშებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის წარდგენისათვის დადგინდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №1225 ბრძანებისაგან განსხვავებული ვადა და დაევალოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა არაუგვიანეს 2018 წლის 25 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი