დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, №11, 01.05.2006, მუხ. 83) ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2889 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 66, 16/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, №11, 01.05.2006, მუხ. 83) ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს მთავრობამ ამ დადგენილების მიღებიდან სამი თვის ვადაში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ნორმატიული აქტით დაადგინოს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიების გამცემი ორგანო.
2. ლიცენზიების გამცემმა ორგანომ ამ დადგენილების მიღებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ნავთობის გადამუშავების პროცესების ერთობლიობის სამართლებრივი რეგლამენტაცია.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 14 აპრილი.
№2889–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები