„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016419
71
30/11/2018
ვებგვერდი, 04/12/2018
010250050.35.132.016419
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №71

2018 წლის 30 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №12 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით (გამოქვეყნების წყარო და თარიღი: www.matsne.gov.ge, 30/06/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016316) დამტკიცებული დებულების:

) მე-3 მუხლის 1-ლი წინადადებისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საკრებულოს სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მოვლა და დაცვა. საკრებულოს საქმიანობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სათანადო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის მისი მიწოდების ორგანიზება;

პ) საკრებულოს საქმიანობისათვის ხარჯების დაგეგმვა, საკრებულოს საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის მათი მიწოდების ორგანიზება;“.

) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

) მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტისდაქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე