ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27 67
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016003
27 67
21/11/2018
ვებგვერდი, 30/11/2018
000000000.00.121.016003
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №27 67

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპულ ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა, ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მუქედის №4-ე ქუჩას და ამავე ქუჩის პირველ ჩიხს მიენიჭოს ავღანეთში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაღუპული ლავროსი (ლაშა) ივანიაძის სახელი (რუკა თან ერთვის).

2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ.№1).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                         ალექსანდრე ლილუაშვილი