ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27 66
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016002
27 66
21/11/2018
ვებგვერდი, 30/11/2018
000000000.00.121.016002
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის N10-ე ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გადაწყვეტილება №27 66

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. ვანი

 

 ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №10 ქუჩისა და ამავე ქუჩის პირველი ჩიხისათვის 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მიხეილ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა, ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის №12 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა მუქედის №10 ქუჩას და ამავე ქუჩის პირველ ჩიხს მიენიჭოს 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელი (რუკა თან ერთვის).

2.  ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.

6 .განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (ქ. სამტრედია, ძმების ნინუების ქ.№1).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ალექსანდრე ლილუაშვილი