„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

  • Word
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2935
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2935
28/04/2006
სსმ, 63, 08/05/2006
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. პარლამენტის კომიტეტებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, უმრავლესობამ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილონ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინონ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 5 მაისისა.

2. საქართველოს კონტროლის პალატამ დასკვნა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 4 მაისისა.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართოს არა უგვიანეს 6 მაისისა.

4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა და სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 6 მაისისა.

5. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 8 მაისისა.

6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 10 მაისისა.

7. პარლამენტმა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პლენარულ სხდომაზე განიხილოს 11 მაისს.

8. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება არა უმეტეს 7 დღისა.

9. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, ცალკეული პარლამენტის წევრები თავიანთ დასკვნებს და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არა უგვიანეს 15 მაისისა თავის დასკვნასთან ერთად შემოსულ დასკვნებს (შენიშვნებს) უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს.

10. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 16 მაისისა.

11. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 18 მაისისა.

12. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან არა უადრეს 5 დღისა.

13. პარლამენტმა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს კენჭი უყაროს არა უადრეს 23 მაისისა.

14. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2935-Iს