„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4139-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010170000.05.001.019404
4139-რს
26/12/2018
ვებგვერდი, 10/01/2019
010170000.05.001.019404
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველი თვის ბოლოს აწვდის სამინისტროს იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგანან.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2018 წ.

N4139-რს