დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 351 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016851 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 13.07.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აბაშის, ადიგენის, ამბროლაურის, ასპინძის, ახმეტის, ბაღდათის, ბოლნისის, გარდაბნის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ზესტაფონის, თერჯოლის, მარტვილის, მცხეთის, საგარეჯოს, სამტრედიის, ტყიბულის, ქედის, შუახევის, ცაგერის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „რ1“, „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „კ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ და „კ4“ ქვეპუნქტები: „კ3) გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; „კ4) ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) აბაშის, ამბროლაურის, ასპინძის, ახალგორის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბათუმის, ბაღდათის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თელავის, თერჯოლის, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, ნინოწმინდის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ქედის, ქობულეთის, ქუთაისის, ყაზბეგის, ყვარლის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხაშურის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების – შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები