„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016824
134
27/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
140130000.22.034.016824
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №134

2018 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და 76-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის (ფულადი სარგო) ნახევარს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს (ფულადი სარგო). გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირი არ იღებს დანამატებს.“;

ბ)  51 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​2. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია