დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და მოზამბიკის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 570 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.020886 |
570
26/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
480140000.10.003.020886
„საქართველოს მთავრობასა და მოზამბიკის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს მთავრობასა და მოზამბიკის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2018 წლის 26 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და მოზამბიკის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს მოზამბიკის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები