დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 569 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.020885 |
569
26/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
480140000.10.003.020885
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2018 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს უკრაინის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები