„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020884
568
26/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
300160070.10.003.020884
„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №568

2018 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართვე­ლოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №575 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 300160070.10.003.018195) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის („ტექნიკური რეგლამენტი – აფთიაქის (სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტის) და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ/ტექნიკური პირობები“) პირველი მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. აფთიაქის პასუხისმგებელი ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ და ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალების ურეცეპტოდ რეალიზაციასთან დაკავშირებულ სამართალდამრღვევ  ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა რეესტრში, შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე