დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 567 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480450000.10.003.020883 |
|
„პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №304 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 06/07/2016; 480450000.10.003.019369) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესის“: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის დარღვევით საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრეკურსორის გადაადგილებისას, ასევე, როდესაც ვერ ხერხდება პრეკურსორის იდენტიფიცირება რისკის შეფასების გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – წამლის სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებით, საქონელი ექვემდებარება საბაჟო ტერიტორიიდან გატანას (უკან გაბრუნებას) ან განადგურებას იმპორტიორის/ ექსპორტიორის ხარჯით.‘‘; ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს მიერ წარმოებული რეესტრი არის საჯარო და მასში შეტანილი ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.rama.moh.gov.ge.‘‘. 2. დადგენილების №3, №4, №5 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3 სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს ______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა პრეკურსორების იმპორტზე
1. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
2. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით: • ___________________________________________________________________ • ____________________________________________________________________ • ____________________________________________________________________ • ____________________________________________________________________
და ა.შ.
5. იმპორტის მიზანი: ____________________________________________________________________
6. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საიმპორტო ოპერაცია: ____________________________________________________________________
7. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი):
8. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
______________________ „____“ _____________ 20
დანართი №4
სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსს ______________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა პრეკურსორების ექსპორტზე
1. ექსპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სააგენტოს რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
2. იმპორტიორი ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
3. ტვირთის საბოლოო მიმღები ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
4. პრეკურსორის დასახელება, ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი (CAS number), სასაქონლო კოდი (სეს ესნ) და რაოდენობა. ნარევის შემთხვევაში, დამატებით მიეთითება მასში პრეკურსორის შემცველობა გამოხატული %-ით:
და ა.შ.
5. ექსპორტის მიზანი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
6. იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული იმპორტზე თანხმობის დოკუმენტის № და გაცემის თარიღი: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
7. ტრანსპორტის სახეობა, რომლითაც განხორციელდება საექსპორტო ოპერაცია: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
8. მწარმოებელი (დასახელება, მისამართი): ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________
9. ვადასტურებ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა: __________________________________ „____“ _____________ 20
დანართი №5
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორების იმპორტზე (წინა გვერდი)
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების იმპორტზე DOCUMENT OF PRELIMINARY AGREEMENT ON IMPORT OF PRECURSORS SPECIFIED BY CONVENTION 1988
სსიპ „წამლის სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ LEPL „Drug Agency” on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988” content requests on precursors confirms that
უფლება აქვს შემოიტანოს საქართველოში Has the right to import into Georgia
შემდეგი ნივთიერებები: The following substances:
ტრანსპორტის სახეობა Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
აღნიშნული ნივთიერებები გამოყენებული იქნება Which will be used –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი Date of issue ––––– ––––––––––––– 20
მოქმედების ვადა Date of expiry ––––– ––––––––––––– 20 ბ.ა სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსი Chief of the Lepl “Drug Agency”
(უკანა გვერდი)
იმპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის იმპორტის შესახებ Endorsement by relevant organ of revenue service of importing country on import of actual amount of substances specified by present document
დანართი №6 წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორების ექსპორტზე (წინა გვერდი)
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრეკურსორების ექსპორტზე DOCUMENT OFPRELIMINARY AGREEMENT ON EXPORT OF PRECURSORS SPECIFIED BY CONVENTION 1988
სსიპ „წამლის სააგენტო“, რომელსაც ეკისრება „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” გაეროს 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება პრეკურსორებზე, ადასტურებს, რომ LEPL „Drug Agency‘‘ on duty to implement “United Nations Convention against the Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances of 1988” content requests on precursors confirms that
უფლება აქვს გაიტანოს საქართველოდან Has the right to export from Georgia
შემდეგი ნივთიერებები: The following substances:
ტრანსპორტის სახეობა Type of transportation –––––––––––––––––––––––––––––––––––
იმპორტზე წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა: Number of Import certificate, dates of issue and expiry:
აღნიშნული ნივთიერება გამოყენებული იქნება Which will be used ––––––––––––––––––––––––––––––––––
გაცემის თარიღი Date of issue ––––– ––––––––––––– 20
მოქმედების ვადა Date of expiry ––––– ––––––––––––– 20 სსიპ – წამლის სააგენტოს უფროსი Chief of the Lepl “Drug Agency” ბ.ა
წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებულ პრეკურსორების ექსპორტზე (უკანა გვერდი) ექსპორტიორი ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს დასტური წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული ნივთიერებების ფაქტობრივი რაოდენობის ექსპორტის შესახებ
Endorsement by relevant organ of revenue service of exporting country on export of actual amount of substances specified by present document
Endorsement by importing country
.‘‘.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები