დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 565 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470200000.10.003.020881 |
565
26/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
470200000.10.003.020881
„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №206 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/04/2017; 470200000.10.003.019915) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის („ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების“) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის დაწყება და დასრულება ექვემდებარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – წამლის სააგენტოსთვის (შემდგომში – სააგენტო) სავალდებულო შეტყობინებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები