„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020876
560
26/11/2018
ვებგვერდი, 27/11/2018
010220030.10.003.020876
„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №560

2018 წლის 26 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  01/04/2013, 010220030.10.003.017231) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ − „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე