დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბათუმი პლაზას“ კრედიტორთა კრების ოქმიდან ამონაწერი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/18013-2015 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 13/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლო
|
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე შპს „ბათუმი პლაზას“ კრედიტორთა კრება. მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ. მოსამართლე აცხადებს: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორების მიერ არ არის წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურა და კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიურო“. ამდენად შპს „ბათუმი პლაზას“ მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. სასამართლომ იხელმძღვანელა „ადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, 27-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, ადგილზე თათბირით დაადგინა: 1. შპს „ბათუმი პლაზას“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. 2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით განჩინების გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები