„თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის,სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.160.016509
73
22/11/2018
ვებგვერდი, 26/11/2018
310150000.35.160.016509
„თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის,სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2018 წლის 22 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილების დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge, 13/02/2014, ს/კ №310150000.35.160.016201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ  აცნობოს  ნებართვის  გამცემს.“;

ბ) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა, ნებართვის მფლობელს დართოს უფლება მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად, თუ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აცნობებს ნებართვის გამცემს.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან, ქვემოთ განსაზღვრულ ვადებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების ნებართვის მფლობელმა განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე (რუსთავი-თბილისის მარშრუტზე) ნებართვის მფლობელთან გაფორმებულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა;

ბ) ნებართვის მფლობელმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში განსაზღვროს და ნებართვის გამცემს წარუდგინოს ყოველდღიურად მარშრუტებზე მომუშავე და სარეზერვო ავტობუსების რაოდენობა, რომლის შემადგენლობაშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, შესაბამის მარშრუტებზე მომუშავე 2001 წლიდან გამოშვებული ავტობუსები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო  პირობებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი