დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016279 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №22 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 05/10/2015, 010250050.35.168.016165) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დადებითად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი; გ) პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.“. |
2.
მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.“. |
3.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6 „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილ იქნება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები