დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.10.003.020871 |
|
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-4 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს; მონიტორინგის შედეგების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას, მოქალაქეთათვის გასაწევი მომსახურების ხარისხის მონიტორინგსა და კონტროლს;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ა.ა) სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ა.ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა; ა.გ) საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნით, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; ა.დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია; ა.ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება; ა.ვ) დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია; ა.ზ) საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი; ა.თ) ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობა, ამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია; ა.ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ბ) სამთავრობო ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ბ.ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა; ბ.ბ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების გადაწყვეტილებათა ან/და საოქმო დავალებათა შესრულების კონტროლი; ბ.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეებისათვის გასაწევი მომსახურების კონტროლი, მათ შორის, ფსევდომომხმარებლის მეშვეობით; ბ.დ) სამთავრობო პროგრამის, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმათა შესრულებისა და რეფორმების თაობაზე მიღებულ რეკომენდაციათა/ გადაწყვეტილებათა უშუალო აღსრულების პროცესის მონიტორინგი; ბ.ე) მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა და პირთა გაერთიანებების მომართვიანობის შემთხვევაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილების განხორციელების მონიტორინგი; ბ.ვ) სამინისტროებიდან, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებიდან, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ამოცანების შესრულების მიზნით; ბ.ზ) განხორციელებული კოორდინაციის, ინფორმაციის დამუშავების, ანალიზის, ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება შემდგომში საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით; ბ.თ) საქართველოს მთავრობის/საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ი) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ბ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; გ) პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: გ.ა) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა; გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და სამართლებრივი აქტების პროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა; გ.გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; დ) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: დ.ა) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება; დ.ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ.გ) საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; დ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა; დ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ე.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ე.ბ) საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა; ე.გ) საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა; ე.დ) საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის“, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია; ე.ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით; ე.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ე.ზ) თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი გადაყვანის, გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების მიზნით საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე.თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ვ) ეკონომიკური დაგეგმარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია: ვ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და მართვა; ვ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა; ვ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა; ვ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია, ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა და ამ მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობა; ვ.ე) ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა; ვ.ვ) ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა; ვ.ზ) სალაროს ოპერაციების საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების დაცვის კონტროლი; ვ.თ) ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა; ვ.ი) ინვენტარის ჩამოწერა წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად; ვ.კ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ლ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში კაპიტალური ან/და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება; ვ.მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა; ვ.ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა, გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, გამოყენების კონტროლი და, კომპეტენციის ფარგლებში, განკარგვა; ვ.პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ლოგისტიკური განვითარების გეგმების შემუშავება; ვ.ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ზ) ადამიანის უფლებათა სამდივნო (სამსახური), რომლის ძირითადი ამოცანებია: ზ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ზ.ბ) ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში; ზ.გ) ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ.დ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა; ზ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ზ.ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; თ) შესყიდვების სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანებია: თ.ა) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის, ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა; თ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება; თ.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი; თ.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე წლიური გეგმის განთავსება, ასევე სატენდერო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის განთავსება; თ.ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა; თ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; თ.ზ) სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან; თ.თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; თ.ი) უფლებამოსილი სუბიექტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასება და ანალიზი; თ.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება; ი) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანებია: ი.ა) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება; ი.ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა; ი.გ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა; ი.ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი; ი.ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; ი.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დეტალური კომპეტენცია გაწერილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებაში, გამომდინარეობს ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებიდან და მტკიცდება ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით. 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებში ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო ან/და სამსახური.“. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით. 21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებისა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ამავდროულად, შესაძლებელია, ასევე იყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, მათ შორის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან;“; გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით;“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დელეგირების უფლებით, კომპეტენციის შესაბამისად, გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ან/და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები