„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016822
132
21/11/2018
ვებგვერდი, 22/11/2018
140130000.22.034.016822
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №132

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.  მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია  შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები.“.

2. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს/მთავარი სამმართველოს უფროსის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს უფროსის, სსიპ-ის ხელმძღვანელის და მათი მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ორგანიზების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს დავალებას აძლევს მინისტრი ან/და შესაბამისი დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე. სსიპ – „112“-ისა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გამოცხადების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი სსიპ-ის დირექტორი.“.

3. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატი უფლებამოსილია ერთი და იგივე დანაყოფში აპლიკაცია წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე.“.

4. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის,  თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები 

1. მინისტრის ბრძანებით (მათ შორის თანამდებობრივი გადაადგილებისას) თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ხოლო სსიპ-ების ხელმძღვანელების მოადგილეები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში აღნიშნული თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს  მინისტრის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, პირველადი და მორიგი სამხედრო ან სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო ან სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება მინისტრის ბრძანებით, თუ ამ წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ წესის 74-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 

5. ამოღებულ იქნეს 72-ე და 73-ე მუხლები.

6. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ-ის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნას,  თანამდებობიდან გათავისუფლებას, კადრების განკარგულებაში აყვანასა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების დადება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ-ის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, კადრების განკარგულებაში აყავს და კადრების განკარგულებიდან დაითხოვს მინისტრი.“.

7. ამოღებულ იქნეს 74-ე მუხლის მე-2  პუნქტი;

8. 74-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაცვის პოლიციაში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, პირველად უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს მინისტრი.

4. დაცვის პოლიციაში მოსამსახურეს უმცროს და  საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო სხვა სპეციალურ წოდებებს – მინისტრი.“.  

9. ამოღებულ იქნეს 74-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

10. 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი, ან სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.“.

11. 76-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ნახევარს და წოდებისთვის დადგენილ სარგოს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს (ფულადი სარგო). გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირი არ იღებს დანამატებს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

12. 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 5პუნქტები:

„51. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელიც ამ წესის 75-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის შედეგად დაინიშნება ამ წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მათ შორის, პროფესიული სწავლების პერიოდში იღებს სრულ ხელფასს (ფულადი სარგო) და  დანამატებს.

52. ამ მუხლის მე-5 ან 51 პუნქტით გათვალისწინებულ პირს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.“.

13. 76-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. „პირი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მინისტრის  ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ინიშნება განუსაზღვრელი ვადით და ენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის საშუალო სპეციალური წოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდება.“.

14. 77-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისას არ ვრცელდება ამ წესის 75-ე და 76-ე მუხლების მოთხოვნები.“.

მუხლი 2
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-11, მე-12 და მე-14 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ბრძანების მე-11, მე-12 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 15 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია