„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017154
430
21/11/2018
ვებგვერდი, 26/11/2018
230210000.22.033.017154
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №430

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) იმ შემთხვევებისა, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე:

თ.ა) საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისას;

თ.ბ) დროებით შემოტანილი საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;

თ.გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელებისას;

თ.დ) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ იმპორტის გადასახდელების გადახდისა და შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;

ი) მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის იმ პირზე გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები.“.

2. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

 „ე1) ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონლის იმ პირზე სრულად გასხვისების შემთხვევაში, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები – ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის ძალადაკარგულად ცნობა. ამ საქონლის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, იმ პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, გარანტია უქმდება ნაწილობრივ, ახალი საბაჟო დეკლარაციის წარდგენითა და კორექტირებული წინმსწრები იმპორტის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე – გასხვისებული საქონლის იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხის ნაწილში;“.

3. 53-ე მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს იმავე მიზნობრივი დანიშნულებით, ან ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის ახალ მესაკუთრეს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება. ამასთან, სხვა პირზე საქონლის სრულად გასხვისებისას წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი, ხოლო სხვა პირზე საქონლის ნაწილის გასხვისებისას წინსმწრებ საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი.“.

4. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ან 191 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს  გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი