„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016355
33
21/11/2018
ვებგვერდი, 26/11/2018
010250020.35.152.016355
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2018 წლის 21 ნოემბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებით (matsne.gov.ge, 22/01/2018, 010250020.35.152.016330) დამტკიცებული №2 დანართის „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“  მე-11 სტრიქონში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

11

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ადმინისტრატორი

1

                                                                                                                                                                       “

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი