დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016354 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov. ge, 14/02/2018. 010250050.35.152.016336). კერძოდ, დანართის სახით დამტკიცებულ „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2018 წლის პროგრამას“
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. საშეშე მერქნით დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს. 2. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ აღნიშნული პროგრამის მიხედვით წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 2 კუბი საშეშე მერქნისა. 3. განმცხადებელმა დახმარების მისაღებად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი: „მუხლი 15. გარდამავალი დებულება მოქალაქეებზე, რომელთა განცხადებებზეც დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე და გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რის საფუძველზეც მათ ჩაიტარეს სამედიცინო კვლევები, სოციალური დახმარება შესაძლოა გაიცეს შემდეგი ოდენობებით: ა) 500 ლარის ჩათვლით – 100 %-მდე; ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70 %-მდე; გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55 %-მდე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები