,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016187
01-264
20/11/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
480040000.22.030.016187
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-264

2018 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო  საქმეთა  მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, №144, 24/11/2009, სარეგისტრაციო კოდი: 480.040.000.22.030.013.808) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის 28-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი – სამინისტროს მედლით დაჯილდოება.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – სამინისტროს მედლის ნიმუში, დაჯილდოების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტი  საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსცეს 2018 წლის 1 დეკემბრამდე.
3. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 დეკემბრიდან.
4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი