„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-38/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016547
01-38/ნ
27/11/2018
ვებგვერდი, 30/11/2018
470230000.22.035.016547
„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-38/ნ

2018 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესისა და ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №328/ნ ბრძანებით (სსმ, 124, 13/10/2009) დამტკიცებული №1 დანართის (საქართველოს ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უწყებრივი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი   –  წამლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურების სრული დაცვით.‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო