„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016549
01-40/ნ
27/11/2018
ვებგვერდი, 30/11/2018
470230000.22.035.016549
„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-40/ნ

2018 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №331/ნ ბრძანებაში (სსმ, №124, 13/10/2009; 470.230.000.22.035.013.656) შეტანილ იქნეს   ცვლილება და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად აგრეთვე განისაზღვროს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც თავისი გენერიკული დასახელების, ფორმისა და დოზის მიხედვით დანართ N1-ში III ჯგუფს მიკუთვნებული რომელიმე ფარმაცევტულ პროდუქტის ანალოგიურია, თუმცა აქვს სხვა სავაჭრო დასახელება. ასეთი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დადგენა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წამლის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ინფორმაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას – ხელმისაწვდომობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად.‘‘.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო