„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3721-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.05.001.019235
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.05.001.018701) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები და პრემიები დაწესებულია იმ პირთა დასაჯილდოებლად, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გმირობა და მამაცობა გამოიჩინეს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.“.

3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების დაწესებისა და მინიჭების საფუძვლებისა და წესის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების სახეობების და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა.“.

4. მე-2 მუხლის:

ა) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ბრწყინვალების ორდენი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობები

საქართველოს სახელმწიფო პრემიების სახეობებია:

ა) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია;

ბ) საქართველოს ეროვნული პრემია;

გ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია.“.

6. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობები“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის.“.

7. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად.

2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ჯილდოვდება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქე და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. პირს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე.

4. დაჯილდოებულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

5. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს სიკვდილის შემდეგაც.

6. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

7. ორდენის აღწერილობასა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

8. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა.

9. საქართველოს სახელმწიფო  პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის პირობები და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

10. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისი პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას.

11. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების ან/და ლიტერატურის დარგში საქმიანობენ.  

12. დასაშვებია ერთსა და იმავე დარგში ორი ან ორზე მეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემა. ავტორთა ჯგუფისთვის/თანაავტორებისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი მათ შორის თანაბრად ნაწილდება.

13. საქართველოს სახელმწიფო პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედს ან/და სხვა ავტორს, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდა და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ პირობებს.

14. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.“.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4მუხლი:

„მუხლი 41. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატების გაცემის წესი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულ პირს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.“.

9. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები

1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) და საქართველოს სახელმწიფო პრემიასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისთვის – 15 000 ლარი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის – 6 000 ლარი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენისთვის – 4 000 ლარი;

დ) თამარ მეფის ორდენისთვის – 1 000 ლარი;

ე) ბრწყინვალების ორდენისთვის – 1 000 ლარი;

ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისთვის – 2 000 ლარი;

ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისთვის – 1 000 ლარი;

თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისთვის – 600 ლარი;

ი) ღირსების ორდენისთვის – 600 ლარი;

კ) მედლისთვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

ლ) მედლისთვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი;

მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის − 10 000 ლარი;

ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისთვის − 10 000 ლარი;

ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისთვის − 5 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, გადაეცემა შესაბამისი პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატისთვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებული პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით.“.

11. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალური შეღავათები

საქართველოს მთავრობა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან იმ პირებისთვის, რომლებიც დაჯილდოვდნენ ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ა“−„ა.დ“ და „ა.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, და იმ პირთათვის, რომლებსაც მიენიჭათ ამ კანონის 21 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიები, დაამტკიცონ სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები.“.

მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხების, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემის მიზნით ჩასატარებელი კონკურსის პირობებისა და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების გამოცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის №105 ბრძანებულება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.08.002.017038);

ბ) „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის №104 ბრძანებულება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.03.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.08.002.017039).

3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 ნოემბერი 2018 წ.

N3721-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.