„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016345
47
20/11/2018
ვებგვერდი, 26/11/2018
010250050.35.156.016345
„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №47

2018 წლის 20 ნოემბერი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა  და  საქართველოს   კანონის  „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  მე-20 მუხლის  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №35  დადგენილებაში  (matsne.gov.ge,  04/12/2017, სახელმწიფო  სარეგისტრაციო  კოდი: 010250050.35.156.016283)  და  დებულების  მე-12  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული  სამსახურის  ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული  ერთეულების  მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა,  მერიის  საქმისწარმოების, სამართლებრივი,  საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან  ურთიერთობის უზრუნველყოფა.

2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:  თვითმმართველი   ერთეულის   ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების  საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი,  მიზანშეწონილი  და ეფექტიანი  გამოყენებისა და  ბიუჯეტის  შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,  საბუღალტრო,  შესყიდვების,  აგრეთვე მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  დმანისის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება.

4. ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის  ძირითადი    ფუნქციებია:   ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

5. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა   და  ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებისა   და  განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების  შემუშავება  ახალგაზრდობისა  და გენდერული თანასწორობის  საკითხებზე; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური   პროგრამების    შემუშავება    და განხორციელება.

6. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  მუნიციპალიტეტის   მერიისა  და მუნიციპალიტეტის მიერ   დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების   საქმიანობის   სრულყოფის,   ფინანსების მართვის    გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური   ფასეულობების    ხარჯვისა   და   გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის  დაცვისა და ეფექტიანობის  გაზრდის ხელშეწყობის  უზრუნველყოფა,  მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი,  ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;   მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება,   ორგანიზაციული   სტრუქტურის, მეთოდების  და პროცედურების  ანალიზი  დაწესებულების  მიერ თავისი  მიზნების  მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

7. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; 17 წლის ასაკის  ჭაბუკთა  პირველადი  სამხედრო აღრიცხვა; ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო  მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ    სამუშაოთა შესრულება; სავალდებულო  სამხედრო  სამსახურში  გამწვევი  კომისიის  მუშაობის  ორგანიზება  და გაწვეულთა  შემკრებ- გამანაწილებელ   პუნქტში  წარდგენა;  სასწავლო  დაწესებულების   და  ორგანიზაციის  ხელმძღვანელთა   მიერ „სამხედრო  ვალდებულებისა  და სამხედრო  სამსახურის  შესახებ“, საქართველოს  კანონისა  და „მოქალაქეთა სამხედრო  აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია; სამობილიზაციო  მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი  რესურსის  ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის  შესაბამისი  ბაზის მომზადება; მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მასში დასმული  საკითხების  დროულად  და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; სამართალდაცვის ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა  და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს.

8. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავება, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, პროექტების მართვა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვა.

9. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“,  საქართველოს ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსი“-თ, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება.

10. მერიის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი