დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010080000.35.158.016448 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის და მათი საზღვრების დადგენის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N20 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010080000.35.158.016165) „მუხლი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 2.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები და მათი საზღვრებია: |
1. ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეული (ქალაქი ბოლნისი);
2. კაზრეთის ადმინისტრაციული ერთეული (დაბა კაზრეთი, სოფელი ბალიჭი); 3. თამარისის ადმინისტრაციული ერთეული (დაბა თამარისი, სოფლები: ცურტავი, ფარიზი); 4. ნახიდურის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ნახიდური, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური, ჭაპალა, მწყნეთი); 5. ტალავერის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ტალავერი, სავანეთი); 6. მამხუტის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: მამხუტი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, ხატავეთი); 7. რაჭისუბნის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: რაჭისუბანი, სამტრედო, ვანათი, ხატისოფელი); 8. რატევნის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: რატევანი, ზვარეთი); 9. ქვემო ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ქვემო ბოლნისი); 10. სოფელ ბოლნისის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი, ფოლადაური); 11. აკაურთის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: აკაურთა, ძეძვნარიანი, ფოცხვერიანი, იწრია, ძველი ქვეში, გეტა, ბერთაკარი, სენები); 12. დარბაზის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: დარბაზი, წიფორი, ხახალაჯვარი, ჭრეში); 13. ტანძიის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი ტანძია); 14. ქვეშის ადმინისტრაციული ერთეული (სოფლები: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი, მუშევანი, საბერეთი); 15. დისველის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი დისველი).“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები