დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1924/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 09/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-1924/ო
2018 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის № 385 დადგენილების (დანართი № 1) შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე“ (მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. №33) ,,პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.
2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი № 6)
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ რექტორის ზ. ვადაჭკორიას განცხადება: № 99526, 01.10.2018 წ.;
ადგილზე შემოწმების აქტი № 1567-204, 06.11.2018 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი № 12, 07.11.2018 წ.
სააგენტოს უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები