დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 550 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380010.10.003.020872 |
|
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №153, მუხლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) 2020 წლის 1 იანვრიდან: თ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა; თ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა; თ.გ) სიმკვრივე 15°C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა; თ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა.“. 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დიზელის ხარისხის ანალიზისთვის გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტები (ისო) ან/და ევროპული ნორმები (ენ) ან/და საქართველოს მიერ აღიარებული მისი ეკვივალენტი სხვა მეთოდები და სტანდარტები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები