„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020861
545
16/11/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
480140000.10.003.020861
„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №545

2018 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (განახლებული) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2018 წლის 6 სექტემბერს ხელმოწერილი „კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული).
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

გ) აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს კონვენციის  მე-5  მუხლის  მე-5  პუნქტის  თანახმად, ქართული  მხარის  კომპეტენტურ ორგანოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განსაზღვრის თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე