დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2799 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 05/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წინადადება კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნა.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2799-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები