დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3815-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 140080000.05.001.019249 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. საპროკურორო ზედამხედველობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელების დროს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ზედამხედველობენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
ქუთაისი, 30 ნოემბერი 2018 წ. N3815-Iს |
დოკუმენტის კომენტარები