„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3806-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.05.001.019251
3806-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
140030000.05.001.019251
„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. საპროკურორო ზედამხედველობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს გენერალური პროკურატურა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3806-Iს