შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8999-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 07/11/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/8999-15
07/11/2018
ვებგვერდი, 19/11/2018
შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 8999-15

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2018 წლის 7 ნოემბერი

ქ.  თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების მმართველის განცხადება და 

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ მიმართ.

შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, ლელა ხაციკიდუმ, განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, წარმოადგინა ანგარიში შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თაობაზე და ითხოვს მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ .

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიში.     

1.2.  გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 29 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6).

3. დაევალოს შპს „ხურვალეთის მეთესლეობის საწარმოს“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე:                                                                                                               ლაშა ქოჩიაშვილი