დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 53/2018 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 14/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/11/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016428 |
53/2018
14/11/2018
ვებგვერდი, 15/11/2018
010190020.15.008.016428
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველის „გ“ ქვეპუნქტის; 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის №52/2018 დადგენილებას (სსმ ვებ-გვერდი: www.matsne.gov.ge, 08/11/2018, 010190020.15.008.016427) დაემატოს 51 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გასამართი მეორე ტურის კენჭისყრის ვადები
სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში (გარდა შეიარაღებულ ნაწილებში შექმნილი უბნებისა) მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდეს ადგილობრივი დროის 24 საათამდე.”.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები