დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/511 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016574 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი; თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემა – 10 ლარი;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) სააგენტოს მიერ გაცემული მძღოლის ციფრული ტრაქოგრაფის ბარათის მფლობელ მძღოლს, ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ვადით ბარათის მისაღებად უფლება აქვს ტრენინგის გარეშე გაიაროს მხოლოდ ერთჯრადი ტესტირება, რომლის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა მძღოლის ბარათი ამ წესის „ჟ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ პრეტენდენტი თავიდან გაივლის ტრენინგს, რისთვისაც თავიდან იხდის მომსახურების საფასურს. 2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი. „მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის პირველ მაისამდე ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ს.ბ“ და „ტ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევაზე საფასური არ გადაიხდება. ბ) „ტ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვროს 400 ლარით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები