ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „წმინდა ბარბარეს“ - სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „წმინდა ბარბარეს“ - სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016007
75
07/11/2018
ვებგვერდი, 13/11/2018
000000000.00.113.016007
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „წმინდა ბარბარეს“ - სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №75

2018 წლის 7 ნოემბერი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „წმინდა ბარბარეს“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული    ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში (ნაღობილევის) არსებულ ქუჩას ეწოდოს „წმინდა ბარბარეს“ ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით დარჩია.