დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017622 |
|
სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო და მიზანი
|
1. სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) გადამზადების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სკოლის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსაზღვრული პირის გადამზადების წესსა და გადამზადების კომპონენტებს.
2. ამ წესის მიზანია, უფლებამოსილი პირის გადამზადება, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, ხოლო იმ სკოლებში, სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში.
|
მუხლი 2.
სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება
|
1. სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა (შემდგომში – მანდატურის სამსახური) უზრუნველყოს:
ა) უფლებამოსილი პირის გადამზადება მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტრენინგ-მოდულის შესაბამისად, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: ა.ა) უფლებამოსილი პირის ძირითადი უფლება-მოვალეობები; ა.ბ) სკოლაში მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება; ა.გ) გადაუდებელ და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება; ა.დ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა; ა.ე) ძალადობაზე სწრაფი და დროული რეაგირება; ა.ვ) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სათანადო დაწესებულებებში გადამისამართება (რეფერირება); ბ) უფლებამოსილი პირების გადამზადების მიზნით, ტრენერების შერჩევა და მათი ჩართვა გადამზადების პროცედურებში. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს: ა) გადასამზადებელი პირების ჯგუფების შედგენას და მათი რეესტრის წარმოებას; ბ) მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით, უფლებამოსილი პირების გადამზადების პერიოდის განსაზღვრას და სხვა საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტას. 3. მანდატურის სამსახური ტრენინგის მონაწილეს, ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადასცემს სერტიფიკატს, რომელიც არის უვადო. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები