დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.017621 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/01/2019 - 27/05/2021)
|
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ., №2523-II) მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება ვრცელდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებზე, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის (შემდგომში – მანდატურის სამსახური) მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომელებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები გადაეცათ 2018 წლის 29 ივნისამდე. |
მუხლი 2.
მანდატურის სამსახურის მოვალეობები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების უზრუნველსაყოფად |
მანდატურის სამსახურმა უზრუნველყოს:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ მანდატურების ერთიანი რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) შედგენა, რომლებიც ექვემდებარებიან გადამზადებას; ბ) რეესტრის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის (შემდგომში – სამინისტრო) წარდგენა 2019 წლის 31 იანვრამდე; გ) რეესტრში შესაბამისი ცვლილებების ასახვა, განახლებული ინფორმაციის სამინისტროსათვის წარდგენა; დ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების მიზნით, რეგიონში დასაქმებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების, გადამზადების პერიოდში, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და შესაბამისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება; ე) 2019 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 20 დეკემბრამდე ამ ბრძანებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა. |
მუხლი 3.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადების ეტაპები
|
1. მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულების გადამზადებას დაქვემდებარებული მანდატურების გადამზადება დაიწყოს 2019 წლის პირველი თებერვლიდან.
2. მანდატურის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულების გადამზადებას დაქვემდებარებული მანდატურების გადამზადება უზრუნველყოს შემდეგი ეტაპების შესაბამისად: ა) 2019 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; ბ) 2020 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; გ) 2021 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური; დ) 2022 კალენდარული წლის განმავლობაში – არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები