„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.020851
535
08/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
280120000.10.003.020851
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2018 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 280120000.10.003.020311) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:

1. 1.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ,  რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ამასთან, ამ ქვეპროგრამის მოსარგებლე არ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული ძირითადი დიაგნოზის − R62.0-ის მქონე ბავშვი, რომელიც ჩართულია №1.3 დანართით გათვალისწინებულ ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამაში. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 9440 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მათ შორის: ახალციხის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 200 ვიზიტისა თვეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 320 ვიზიტისა თვეში, გორის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 320 ვიზიტისა თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტში − არაუმეტეს 240 ვიზიტისა თვეში.“.

2.  1.5 დანართის („დღის ცენტრების ქვეპროგრამა“):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:

ა) 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას და რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური შეფასებით დადგენილი სარეიტინგო ქულა დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის  არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს. ასევე ამავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 611-ს;

ბ) 6-იდან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 928-ს;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 681-ს;

დ) 6-იდან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში), ასევე  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებული და შესაბამისი დასკვნის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები, ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები.  ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 58-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 775 000 ლარით.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები 2018 წლის ნოემბრის თვეში გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვიდან 12 თვეზე ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ხოლო შშმ პირებზე (მათ შორის, შშმ ბავშვებზე) − შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღების თვის 10 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.“;

 ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ამასთან, ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში,  რომელშიც  იქნა იგი გაცემული:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები

1

ქ. თბილისი

270

214

351

42

2

ქ. ქუთაისი

50

70

66

16

3

ქ. რუსთავი

23

15

44

 

4

ქ. ბათუმი

-

50

 

 

5

გორის მუნიციპალიტეტი

60

30

15

 

6

ქარელის მუნიციპალიტეტი

10

15

 

 

7

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

-

26

 

 

8

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 

16

 

 

9

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

-

40

30

 

10

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

30

25

 

 

11

თელავის მუნიციპალიტეტი

-

23

38

 

12

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

-

14

33

 

13

ქ. ფოთი

-

25

 

 

14

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

20

14

 

 

15

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

-

20

 

 

16

მცხეთის მუნიციპალიტეტი

-

45

22

 

17

თიანეთის მუნიციპალიტეტი

30

-

 

 

18

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

19

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

45

-

 

 

20

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

24

-

 

 

21

ასპინძის მუნიციპალიტეტი

10

 

 

 

22

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

23

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

24

საჩხერის მუნიციპალიტეტი

 

18

 

 

25

ქ. წნორი

 

19

 

 

26

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

30

10

 

27

კასპის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

28

სენაკის მუნიციპალიტეტი

 

15

20

 

29

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

 

15

 

 

30

ვანის მუნიციპალიტეტი

 

10

8

 

31

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

32

ხონის მუნიციპალიტეტი

 

13

14

 

33

ახმეტის მუნიციპალიტეტი

15

 

15

 

34

წალკის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

35

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, გარდა ქ. წნორისა

 

11

15

 

36

მარნეულის მუნიციპალიტეტი

 

10

 

 

37

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

38

ხაშურის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

39

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

 

20

 

 

 

სულ ბენეფიციარი:

611

928

681

58.“.

3. 1.6.1 დანართის („სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“):

ა) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სავარძელ-ეტლის საჭიროების მქონე შშმ პირები, მათ შორის, 6-იდან 18 წლამდე  შშმ ბავშვები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;

გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სავარძელ-ეტლის საჭიროება და ელექტრო სავარძელ-ეტლით დამოუკიდებლად სარგებლობის უნარების შეფასების შედეგები;

დ) სასკოლო ასაკის (6-იდან 14 წლამდე) შშმ ბავშვის შემთხვევაში  − სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლისა  და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დადასტურებული დოკუმენტი ელექტრო სავარძელ-ეტლის დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება წარდგენილი დადასტურებული აღნიშნული დოკუმენტი შეფასებისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის შესახებ  − 6-იდან 14 წლამდე ასაკის  შშმ ბავშვს გადაეცემა მექანიკური სავარძელ-ეტლი; 

ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 756 000 ლარით, მათ შორის, ელექტრო სავარძელ-ეტლებისთვის – 537 000 ლარით.“.

4. 1.6.2 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 087 100 ლარით, მათ შორის,  თვალის პროთეზირებისთვის არაუმეტეს − 14 000 ლარით.“.

5. 1.6.4 დანართის („კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი“):

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   33 კოხლეარული იმპლანტის შეძენას;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 427 900 ლარით.“.

6. 1.8 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 400 000 ლარით.“.

7. 1.9 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 915 000 ლარით.“.

8.  1.10 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა“)      მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 258 000 ლარით.“.

9. 1.11 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 775 000 ლარით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:

ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 9 ლარს;

ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 20 ლარს.

ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 5 ლარით, თავშესაფარში – დღეში 10 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას,                     ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.“. 

10.  №1.12 დანართის („სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა“):

ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 263-ს, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 28-ს.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 470 000 ლარით.“.

11.  1.13 დანართის („მძიმე  და  ღრმა  გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა“):

ა) მე-3 მუხლის მე-2  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა  №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს მძიმე ან ღრმა, ან სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა სხვა თანმხლებ ან ძირითად დიაგნოზთან ერთად და „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება).“;  

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 162 000 ლარით.“.

12. 1.14 დანართის („მძიმე  და ღრმა  შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 171 000 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე