დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017608 |
|
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, 430210000.22.022.016791) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად; 2. მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად; 3. მე-3 მუხლით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად; 4. მე-4 მუხლით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად; 5. მე-5 მუხლით დამტკიცებული №5 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №5 დანართის შესაბამისად; 6. მე-6 მუხლით დამტკიცებული №6 დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №6 დანართის შესაბამისად; 7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.“. |
| მუხლი 2 |
1. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული №6 დანართის მე-3 და მე-4 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები