„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 534
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020846
534
06/11/2018
ვებგვერდი, 07/11/2018
040030000.10.003.020846
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №534

2018 წლის 6 ნოემბერი

   ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის №156 დადგენილება.
მუხლი 2
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (შემდგომში − რეფორმის ცენტრი) ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განსაზღვროს ლიკვიდატორი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა ლიკვიდატორმა რეფორმის ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულება უზრუნველყოს 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე